ოსმან III – „ეპიზოდი”

ოსმალეთის იმპერიის რიგით 25-ე სულთანი – ოსმან III (1699-1757 წლები), ვინაც თავისი ცხოვრების 50 წელიწადი ძველ სასახლეში გაატარა იზოლაციაში, ქვეყანას სათავეში 55 წლის ასაკში ჩაუდგა. (ავტორი გენია.ჯი) როგორც აღმოჩნდა, ხანგრძლივმა იძულებითმა იზოლაციამ (შინაპატიმრობამ) მის ფსიქიკაზე მეტად უარყოფითი კვალი დატოვა. ძალაუფლების ხელში ჩაგდებისთანავე, ოსმანის მიერ გამოცემული იქნა მისი პირველი ბრძანება, რომლის თანახმადაც სულთნის სასახლის კარზე მომსახურე თითოეული მუსიკოსი, მოცეკვავე და მომღერალი დაუყონებლივ უნდა გაეყარათ ქუჩაში. ამის მიზეზი ის გახლდათ, რომ ოსმან მესამეს საშინლად სძულდა მუსიკა.

საკვირველია, თუმცა ფაქტია, რომ უზარმაზარი ჰარემის მფლობელ ახალ სულთანს საშინლად ეჯავრებოდა მშვენიერი სქესის წარმომადგენლებიც. ამიტომაც ცდილობდნენ ისინი სულთანს თვალში არასოდეს არ მოხვედროდნენ. მისი სიძულვილი ქალთა მიმართ იმდენად დიდი იყო, რომ ჰარემში შესვლის ჟამს სპეციალურად იცვამდა რკინის ზანზალაკებიან ფეხსაცმელებს, რათა მასში მობინადრე მშვენიერ ქალბატონებს მიმალვა მოესწროთ. ნიშანდობლივია ისიც, რომ ზემოაღნიშნული ტაბუ ვრცელდებოდა არა მარტო სულთნის სასახლის კარზე, არამედ ქალაქის ქუჩებშიაც კი. ოსმანის ქალაქის ქუჩებში გასვლის შემთხვევაში, ქალბატონები ვალდებულები იყვნენ სახლიდან ცხვირი მანამ არ გამოეყოთ, სანამ ქალთმოძულე სულთანი თავის სამყოფელს არ დაუბრუნდებოდა. გარდა ამისა, ოსმალო მანდილოსნებს მისი ბრძანებით კატეგორიულად ეკრძალებოდათ ევროპელი მანდილოსნებისათვის დამახასიათებელი მოდური კაბების ჩაცმა.

მუსიკის, ქალებისა და თამბაქოს მსგავსად, ოსმანს ასევე საშინელი სიძულვილი გააჩნდა ქრისტიანთა და იუდეველთა მიმართაც. ამიტომაც გამოსცა ბრძანება იმის შესახებ, რომ მისთვის ეგზომ საძულველი რელიგიის წარმომადგენელთ სპეციალური ამოსაცნობი ნიშნები ეტარებინათ ტანისამოსზე.

საერთო ჯამში, ფსიქიკურად არამდგრადი ოსმან III ოსმალეთის უზარმაზარ იმპერიას 3 წლის განმავლობაში განაგებდა და ისე აღესრულა, რომ შთამომავალი არ დაუტოვებია. ცნობისათვის, ამ მცირეოდენი ხნის განმავლობაში ქვეყანამ 7 „მთავარი ვეზირი” გამოიცვალა. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>