საფარმურატ ნიაზოვი – „ეპიზოდი”

„თურქმენბაშად” წოდებული თურქმენეთის რესპუბლიკის აწ-გარდაცვლილი პრეზიდენტი – საფარმურატ ნიაზოვი (1940-2006 წლები), ვინაც განუზომელი ძალაუფლების მპყრობელს წარმოადგენდა ქვეყანაში და, ვინაც საგზაო მილიცია რატომღაც თავდაცვის სამინისტროს დაუქვემდებარა თავის დროზე, ხშირად უწყობდა ეგრეთ წოდებულ „საჩვენებელ პროცესებს” ტელევიზიის მეშვეობით უმაღლესი რანგის სახელმწიფო მოხელეებს. (ავტორი გენია.ჯი) მისთვის დამახასიათებელი თვისება იყო, პირდაპირი ეთერის ტრანსლაციის მიმდინარეობისას რეგულარულად და უკიდურესად დაემცირებინა ისინი. ასეთ შემთხვევაში დიქტატორი არ ერიდებოდა საჯაროდ და დაწვრილებით ესაუბრა იმაზე, თუ რომელი ჩინოვნიკი ვისთან ამჯობინებდა „გამოძინებას”, ვინ რისი ან ვისი გულისთვის ესხმოდა თავს მავანს და მავანს და ასე შემდეგ. და თუკი საქმე სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხების დატაცებას ან კიდევ, ქრთამის აღებას შეეხებოდა, მაშინ „დამნაშავეს” სხდომაზევე აკავებდნენ უაპელაციოდ და ციხის გზას უყენებდნენ. მოკლედ რომ ვთქვათ, „თურქმენთა მამას” ნებისმიერ თურქმენ სახელმწიფო ჩინოვნიკზე გააჩნდა უდიდესი გავლენა. ამის ნათელი დასტურია ისიც, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების მოტივით, ერთხელ ნიაზოვმა პირადად აიძულა თურქმენეთის რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის თითოეული წევრი – 36 კილომეტრიან მარათონში მიეღოთ მონაწილეობა. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>