ჰარი ბინკლი ჰარისი – „ეპიზოდი”
ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებამ 2018 წლის ივლისის თვეში სამხრეთ კორეის რესპუბლიკაში ელჩად განამწესა აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების ყოფილი ოფიცერი – ჰარი ბინკლი ჰარისი. (ავტორი გენია.ჯი) ყველასათვის მოულოდნელად, აღნიშნული მოვლენა ორ მეგობარ ქვეყანას შორის კრიზისის გამომწვევი მიზეზი გახდა ერთობ უჩვეულო და საინტერესო გარემოების გამოისობით. საკვირველია, თუმცა ფაქტია, რომ აშშ-სა და მის მოკავშირე სახელმწიფოს შორის წარმოშობილი კრიზისი დაკავშირებული გახლდათ ახალი ელჩის – ულვაშთან, რომელსაც იგი დიდი რუდუნებით უვლიდა წლების განმავლობაში.
ულვაშიანი ჰარისის სამხრეთ კორეაში ელჩად განმწესება ადგილობრივმა მოსახლეობამ შეურაცხმყოფელ და უპატივცემულობის გამომხატველ ჟესტად მიიღო. ამის მიზეზი კი ის გახლდათ, რომ კორეის ნახევარკუნძულის ოკუპაციის პერიოდში აბსოლუტურად ყველა იაპონელი ოკუპანტი გუბერნატორი ჰარისის მსგავსად ატარებდა – ულვაშს. მოსახლეობას მხარი აუბა ადგილობრივმა პრესამაც, რომელიც აშშ-ის ახალ ელჩს ბრალს სდებდა იმაში, რომ თავისი გარეგნობით იგი კორეელ ხალხს მუდმივად შეახსენებდა უმძიმეს წარსულს. წარსულს, რომელიც იაპონიის ოკუპაციათან იყო დაკავშირებული. ამას თან ერთვოდა ისიც, რომ ჰარისი იაპონიაში მოევლინა თავის დროზე ქვეყნიერებას და დედაც იაპონელი ჰყავდა.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, გაიკრეჭდა თუ არა ჰარი მისთვის ეგზომ სათაყვანებელ ულვაშს, ელჩმა შემდეგი პასუხი გასცა: „ – თუკი დავრწმუნდები, რომ ჩემი ულვაში გახდება მიზეზი აშშ-სა და სამხრეთ კორეას შორის ურთიერთობის გაფუჭებისა, მაშინ უთუოდ შეველევი მას”.
დროთა განმავლობაში ელჩზე ზეწოლა კიდევ უფრო ძლიერდებოდა, რამაც იგი იძულებული გახადა – ულვაშს გამომშვიდობებოდა. – (ავტორი გენია.ჯი)
უულვაშო – ჰარი ბინკლი ჰარისი