ალექსანდრე სუვოროვი – „ეპიზოდი”
ერთ-ერთ უდიდეს რუს მხედართმთავარს – ალექსანდრე სუვოროვს (1730-1800 წლები), სხვა მრავალ უცნაურ თვისებასთან ერთად, ერთი ფრიად უჩვეულო თვისებაც ახასიათებდა. (ავტორი გენია.ჯი) სუვოროვის ბიოგრაფების მტკიცებით, ალექსანდრეს პათოლოგიურად სძულდა – სარკე და თავისი პორტრეტები. ამას იგი იმით ხსნიდა, რომ რუს გენერალსიმუსს არ სურდა სხვა სუვოროვის ხილვა. ამიტომაც იყო, რომ (თავის სახლზე რომ არაფერი ვთქვათ), სადაც კი იგი დროებით დაიდებდა ბინას, ან საერთოდ უნდა მოეშორებინათ იქიდან სარკეები, ან კიდევ მათთვის უცილობლად უნდა ჩამოეფარებინათ ტილოები, რათა მის თვალებს კვლავაც არ ეხილათ – „მეორე სუვოროვი”. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეგზომ დიდი ავტორიტეტის მქონე მხედართმთავარი სარკეებს უბრალოდ ამსხვრევდა. – (ავტორი გენია.ჯი)