მურმან ლებანიძე – „ჰოიდა, ზამთარო, ზამთარო”

ჰოიდა, ზამთარო, ზამთარო,

ღებს და ჭიორას აფთარო,

რას ჩამოგტირის ცხვირ-პირი,

წამხდარო!

ჰოიდა, ბუხარო, ბუხარო,

ხან ზამთრის ჯიბრზე მქუხარო,

ხან – წყნარად მოლაპარაკე,

ხანაც – ჩემსავით მწუხარო!

კომენტარის დატოვება