კონსტანტინე გამსახურდია წერდა…

„რა მცირე რამ კმარა ბალღის გასახარებლად ამქვეყნად და რა გაუმაძღარია გონმოსულის გული!” – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ადამიანურ ვნებათა ყოველგვარი გამოვლინება გასაგებია ჩემთვის”.

* * *

„ჭეშმარიტად ბედნიერი ბალღობაშია ადამიანი!”

* * *

„მხოლოდ უმწიფარ ადამიანებს ჰგონიათ, თითქოს სიბერე ისევე სანუკველი არ იყოს, როგორც სიჭაბუკე და სიჭარმაგე: სიბერე გონების განათებაა, ვნებათა დაცხრომა. სიბერე რთველია მოწეული ვენახისა, ხოლო სიყმაწვილე – უნდილი ისრიმი”.

* * *

„არსთა განმრიგე მეტად ძუნწია ნიჭთა გაცემაში”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„დროს სიჭაბუკე თან მიაქვს, სამაგიეროდ სიბრძნის მომტანიც იგივეა უთუოდ”.

* * *

„ჭარბი ძალა წყალსა ჰგავს გაზაფხულზე მოზღვავებულს, იგი სადენს ეძებს სათანადოს”.

* * *

„მამაკაცი იძულებულია გულცივი იყოს და გრძნობებისათვის შეუვალიც ხანდახან”.

* * *

„გამარჯვებისათვის ხანდახან სიფრთხილე სჯობს შეუპოვრობას”.

* * *

„ხანდახან უხეირო ადამიანიც წაადგება კაცს”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება