ნიკიფორე III ბოტანიატე – „ეპიზოდი”
ცნობილი ფაქტია, რომ ბიზანტიის იმპერატორი – ნიკიფორე III ბოტანიატე (1002-1081 წლები), ერისკაცობაში შინაურ ცხოველთა ხორცის მოტრფიალე პიროვნება გახლდათ. (ავტორი გენია.ჯი) კეისარს განსაკუთრებით მაინც, ძროხის, ბატკნისა და ციკნის მწვადები უყვარდა თურმე. თუმცა-კი აქვე შევნიშნოთ, რომ მას საშინლად სძულდა ნადირობა და არც არასოდეს გეახლებოდათ ნანადირევი გარეული ცხოველის ხორცს. მას შემდეგ, რაც ბოტანიატე ალექსი I კომნენმა ტახტიდან ჩამოაგდო, ნაკეისრალი იძულებული გახდა ამქვეყნიური სიამეები დაეტევებინა და ბერად შემდგარიყო.
ბიზანტიის იმპერატორის ტახტის დაკარგვისა და იძულებითი შემონაზვნების დროს მის ერთგულ მეგობრებს ბოტანიატესათვის უკითხავთ, როგორ შეეგუებოდა იგი თავის ახალ მდგომარეობას, რაზეც ექს-კეისარს შემდეგი პასუხი გაუცია: „ – იმპერატორის გვირგვინს როდი მივსტირი, ეგღა მაწუხებს: ხორცის ჭამა რომ აღმეკვეთაო”. – (ავტორი გენია.ჯი)