აუგუსტო პინოჩეტი – „ეპიზოდი”

„ტყუილი ყოველთვის ადამიანის მზერაში მჟღავნდება და, რადგანაც მე ძალიან ბევრს ვიტყუებოდი – ხშირად ვატარებში მუქ სათვალეებს”. – ასეთი სახის აღიარება გააკეთა სიცოცხლის უკანასკნელ ჟამს ჩილეს პირსისხლიანმა დიქტატორმა პრეზიდენტმა – აუგუსტო ხოსე რამონ პინოჩეტ უგარტემ (1915-2006 წლები). და მართლაც, იგი მუქი სათვალეების მეშვებით ყოველთვის დიდებულად ფარავდა თავის ნამდვილ გრძნობებსა და შთაბეჭდილებებს გარეშე პირთა წინაშე. (ავტორი გენია.ჯი) სახელმწიფო გადატრიალების შედეგად ხელისუფლებაში მოსულ ხუნტის მეთაურს უკიდურესად სძულდა კომუნიზმი („ჩილე მესაკუთრეების ქვეყანაა და არა პროლეტარებისაო”, – ხშირად შენიშნავდა იგი). ცნობილია ისიც, რომ კაცს, რომლის „სინდისიც” ათიათასობით უდანაშაულო თანამემამულის განადგურებით იყო შერყვნილი, არ მოიხმარდა თამბაქოს, არ ეტანებოდა ალკოჰოლურ სასმელებს, უყვარდა მუსიკა და წიგნები, გააჩნდა უზარმაზარი ბიბლიოთეკა, სადაც ათასობის ძვირფასი წიგნი იყო დაცული. ამასთანავე, სახელმწიფო ტერორიზმის სიმბოლოდ ქცეული პინოჩეტი შესანიშნავად ერკვეოდა მსოფლიო გეოპოლიტიკაშიც.

და მიუხედავად ასეთი შესაშური თვისებებისა, სწორედ მის სახელთან არის დაკავშირებული თავისი დროის ისეთი სახელოვანი თანამემამულეების პირისაგან მიწისა აღგვა, როგორებიც გახლდნენ – პაბლო ნერუდა (ნობელიანტი მწერალი), ვიქტორ ჰარა (ერთ-ერთი უდიდესი ჩილელი რეჟისორი), კარმენ მორადორი და სხვანი და სხვანი… – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>