„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”

„შეიძლება უფრო ნათელი იყოს მომავალი საუკუნეები, მაგრამ ჯერჯერობით ძლიერი ისწრაფის სუსტს ყელი გადაუღრღნას”. - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„მგელთან ლაპარაკიც მგლურია საჭირო. საეჭვოა, მას სხვა ენა ესმოდეს”.

* * *

„ღირსების გრძნობით განსხვავდება ადამიანი კურდღლისაგან, ლელიანში რომ აფარებს თავს”.

* * *

„როცა ადამიანებს ქონი ედებათ, მათ მათრახითაც ვერ წამოაყენებ”.

* * *

„ყოველ საქმეში თავისი სიბრძნეა”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ჭკუით შეიძლება არა მარტო მგელი დაამარცხო, არამედ მძვინვარე ლომიც!..”

* * *

„უსისხლო ომები არ არსებობს”.

* * *

„სიკვდილის წინაშე ყველაფერი უკან იხევს: მტრობა, შური და ამა საწუთროს ყველა ვნება”.

* * *

„სახელმწიფო მოღვაწეთა ცხოვრებაში ხშირია ისეთი სულიერი გარდატეხები, რომლებიც სრულიად ცვლიან ამ მოღვაწეთა მიზანსა და მიმართულებას”.

* * *

„როგორც არ უნდა დაბერდეს მგელი, მაინც არ მოიშლის მგლობას”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება