კონსტანტინე გამსახურდია წერდა…

„როგორც სჩანს, სიავე ისევე შეუმუსრავი ყოფილა ამქვეყნად, როგორც სიცოცხლე თავათ”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ქრისტე თავის მოწაფეებს დიახაც ფეხებს ჰბანდა, მაგრამ ფეხის ბანას მათ არ ანებებდა”.

* * *

„სინათლე ბნელს მორევიაო რომ დაწერილა, ეგ ჯერხანობით კეთილი სურვილების გამჟღავნებაა მხოლოდ”.

* * *

„თითქმის ყოველი ნადირი ძღება თურმე. ლომი რომ ლომია, იგიც. გაძღება თუ არა ლომი, თავისი მსხვერპლის კბილებით დაბრდღვნის უნარს ჰკარგავს ხოლმე, მაგრამ ტურები, ტურები არასოდეს ძღებიან”.

* * *

„კაცობრიობის უბედურება ეგაა, რომ ბარბაროსები მუდამ სჭარბობდნენ ამ მიწაზე”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„დიაცისათვის სილამაზე ისევე მიუცილებელი სიქველეა, როგორც ვაჟკაცისათვის სიმამაცე”.

* * *

„ხალხი ბალღსა ჰგავს ერთ რამეში: მას ყოველთვის ეჩქარება ის აუსრულონ, რისი ახდენაც სანუკვარია მისთვის”.

* * *

„ზოგჯერ შესაძლოა, ვითომდაც მეგობარში აღმოაჩინო მტერი”.

* * *

„გადაჭარბებული სტუმართმოყვარეობა ისევე სააუგოა, როგორც წრეგადასული სიძუნწე”.

* * *

„ჩემი მტრები ჩემი მასწავლებლებიც ყოფილან ხანდახან”. – (ავტორი გენია.ჯი)

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>