ალექსი ლეონოვი – „ეპიზოდი”
პირველი ადამიანი, ვინაც ღია კოსმოსურ სივრცეში გავიდა, ცნობილი რუსი (საბჭოთა) კოსმონავტი – ალექსი ლეონოვი (1934-2019 წლები) გახლდათ. მომავალი კოსმონავტის მამა – არხიპ ლეონოვი, თავდაპირველად დონბასის მაღაროში მუშაობდა, შემდეგ ვეტერინარის პროფესიას დაეუფლა და თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა, რამდენიმე ხანში არხიპს კონფლიქტი მოუვიდა ადგილობრივი კოლმეურნეობის თავჯდომარესთან, რამაც იგი 1937 წელს საბჭოეთში განხორციელებული რეპრესიების ერთ-ერთ ლუკმად აქცია ყოველგვარი ძიებისა და გასამართლების გარეშე. „ხალხის მტერი” – ასეთი განაჩენი გამოუტანა ალექსის მამას საბჭოთა ხელისუფლებამ და რამდენიმეწლიანი პატიმრობაც შეუფარდა. მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, მხოლოდ ეს არ აკმარეს ლეონოვს: მისი ისედაც გაუბედურებული მრავალშვილიანი ოჯახი (არხიპს 8 შვილი ჰყავდა) – სახლიდან გამოაძევეს, ხოლო მის სამეზობლოს ოფიციალურად დართეს უფლება გაეძარცვათ „ხალხის მტრის” საცხოვრებელი ბინა.
არხიპს პატიმრობაში 2 წლის გატარება მოუხდა. მოგვიანებით იგი რეაბილიტირებული იქნა გასაგები მიზეზების გამო.
აი, ასეთი სავალალო მოვლენით დაიწყო „ხალხის მტრის” ვაჟის – ალექსი ლეონოვის ცხოვრების გზა. ცხოვრების გზა, რომელმაც იგი ერთ-ერთ უდიდეს კოსმონავტად აქცია შემდგომში. – (ავტორი გენია.ჯი)
ალექსი ლეონოვი ღია კოსმოსურ სივრცეში
არხიპ ლეონოვი ოჯახთან ერთად