მურმან ლებანიძე – „მარეკები შლიდნენ ბანაკს…”

მარეკები შლიდნენ ბანაკს

ქარი ჩამი-ჩუმით ჰქროდა,

ვიწექ, რომელიღაც ბალახს

უცბად -

ქალის სუნი ჰქონდა.

* * *

თითქოს ურო დამკრეს თავში,

თითქოს პაპაჩემი ცხონდა -

ათას სურნელოვან შვავში

ბალახს -

ქალის სუნი ჰქონდა.

* * *

სუნი ჰქონდა არა დალის,

ლალის, – ცისფრის ანუ თეთრის, -

სუნი – საზოგადოდ ქალის,

სუნი -

საზოგადოდ მდედრის…

* * *

ღმერთო! ღმერთო! მე სულ ველი,

სიკვდილს – შენ მაცოცხლო ვინძლო

სანამ ვიცნო ეს სურნელი,

სანამ

ეგ სურნელი ვიგრძნო!

კომენტარის დატოვება