მელა – „ეპიზოდი”
საკვირველია, თუმცა ფაქტია, რომ ბრინჯაოს ხანაში ადამიანებს ძაღლის მსგავსად ჰყავდათ მოშინაურებული მელა. (ავტორი გენია.ჯი) იმ პერიოდში მელიებს ისევე წრვთნიდნენ, როგორც ძაღლებს. ის კი არადა, მაშინ, როდესაც მელას მეპატრონე გარდაიცვლებოდა, მას რიგ სხვა შინაურ ცხოველთა მსგავსად, პატრონთან ერთად ასაფლავებდნენ. ასეთი სახის საფლავები, რომელთა ასაკი 5 000 წელს შეადგენს, არქეოლოგების მიერ ბარსელონას სიახლოვეს იქნა აღმოჩენილი ესპანეთში.
ცნობილია ისიც, რომ დიდი ხნის განმავლობაში ჩინეთსა და იაპონიაში მელიებს – მაქციებად მიიჩნევდნენ. ამ აზიური ქვეყნის მოსახლეობას სწამდა, თითქოსდა მელას, რომელიც ფაუნის სხვა ველურ წარმომადგენელთა შორის ყველაზე ხშირად გადააქვთ ცოფის ვირუსი, ნებისმიერი ადამიანის მოჯადოება და დამორჩილება შეეძლო. – (ავტორი გენია.ჯი)