მურმან ლებანიძე – „მე თუ გავგიჟდი”

მე თუ გავგიჟდი, გავგიჟდები შენი ყურებით!

გითვალიერებ ხორციელ მკლავებს.

ეგ ბაგეები – ალუბლებით შენიღბულები,

ეგ ალუბლები – სიმწიფით მკლავენ…

* * *

გჭვრეტ ქვეყნიური მშვენებით ბურვილს,

მისმენ – ვედები ღობეს და ყორეს…

ვცემ თაყვანს – ჩემსას შენდამი სურვილს,

აღძრულ – შენდამი ძალსა და ღონეს!

კომენტარის დატოვება