ნოდარ დუმბაძე წერდა…
„ვფიქრობ, სამშობლო დავით აღმაშენებლის „გალობანი სინანულისანი” არის, დემეტრე მეფის „შენ ხარ ვენახი”, პაატა სააკაძეა, ქეთევანის დაშანთული მკერდი, თამარის გვირგვინი და „ვეფხისტაოსანია”.
იქნებ ვაზია სამშობლო? აბა, დააკვირდით, თუ დაბლარია, დაჩოქილმა უნდა დაკრიფო, თუ მაღლარია – ცაში ხელაპყრობილმა. ორთავე საოცრად ჰგავს ლოცვას, ლოცვა კი არაფერს ისე არ უხდება, როგორც სამშობლოს
კიდევ რა – სოფელი, სადაც ცოლს ვერ შეირთავ, რადგან ყველა გოგო შენი დობილია და საპატარძლოს საპოვნელად იძულებული ხარ, სხვა სოფელში წახვიდე…
როგორც ჩანს, სამშობლო ყველაფერი ისაა, ურომლისოდაც სიცოცხლე არ შეგიძლია”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„როდესაც პარიზში – ლუვრში, იმპრესიონისტთა საგამოფენო დარბაზის კარი შევაღე, გაზაფხულში შევედი მეგონა. მერე მთელი საათი ვიდექი ვენერა მილოსელთან, ბოლოს მივედი და ხელი შევახე. არ შეიძლებაო ხელის ხლება, გამიჯავრდა ზედამხედველი. რომ ვუთხარი თბილია-მეთქი, გაეღიმა და კიდევ ერთხელ ხელის შეხების უფლება მომცა”.
* * *
„ჩემი ღრმა რწმენით, იუბილეები მაინც მხოლოდ ამ ქვეყნიდან უკვე წასულ მამულიშვილებს უფრო მოუხდებათ მათი კეთილშობილი სულისა და სახელების მოსაგონებლად, თორემ ცოცხლებისათვის და ღირსეულთათვის ხალხსა და მთვარობას ათასი ორდენი, პრემია, სიგელი, თანამდებობა, ტაში და თაიგული მოუგონებია”.
* * *
„თ ა ვ ზ ა რ ი სიტყვა კი არა, ტკივილი ყოფილა აუწერელი”.
* * *
„ალბათ 7 თუ 8 წლის ვიქნებოდი, კარგად არც კი მახსოვს, აკაკის „განთიადი” რომ მასწავლეს, ვისწავლე და გავოცდი იმიტომ კი არა, რომ აკაკის გენიოსობა შევიგრძენი, არა – ავხედე ცას და ფირუზის ფერი იყო, დავხედე ხმელეთს და ზურმუხტის ფერი იყო, სამშობლოსათვის რომ უნდა მოვმკვდარიყავი, ეს დედისაგან ვიცოდი და გამიკვირდა: ასე თავისუფლად, ასე უბრალოდ, ასე გასაგებად ამას ხომ მეც ვიტყვი-მეთქი… და აი, უკვე 40 წელია „ვეჯიბრები” აკაკი წერეთელს, რომ „განთიადის” მსგავსი ერთი ლექსი მაინც დავწერო და ბოლოს მივხვდი, რომ მთელი ჩემი შემოქმედება ამ ლექსის ერთი სტრიქონის ფასადაც არ ღირს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ხალხი ამბობს: უწიგნო სახლი და უფანჯრებო სახლი ერთია, ორივეში ერთნაირად ბნელაო”.
* * *
„ხურდა ქაღალდისაც არსებობს”.
* * *
„არაფერი ისე არ ამახსოვრდება ადამიანს, როგორც ბავშვობისას ძილისპირს დედის მიერ თქმული ზღაპარი, იავნანა, წაკითხული ლექსი, ან ამბავი რამე”.
* * *
„ძალიან ბევრი ენა უნდა შეისწავლო, ბიძიკო, ქართული ენის ფასი და სიდიადე რომ გაიგო”.
* * *
„აუ, რა დიდი ფერება და გაფრთხილება სჭირდება თურმე გულს”. – (ავტორი გენია.ჯი)