არისტოტელე – „ეპიზოდი”
ძველი საბერძნეთის ერთ-ერთ უდიდეს ფილოსოფოსსა და მეცნიერ-ენციკლოპედისტს, ალექსანდრე დიდის აღმზრდელსა და პლატონის მოწაფეს – არისტოტელეს (ძვ.წ.აღ-ით 384-322 წლები), ერთხელ ერთმა ცნობისმოყვარემ ჰკითხა, თუ რა განსხვავება იყო განათლებულ და გაუნათლებელ ადამიანს შორის, რაზეც ლიცეუმის პირველმა ფუძემდებელმა ერთობ ლაკონური პასუხი გასცა: „ისეთივე, როგორიც მკვდარსა და ცოცხალს შორისო”. – (ავტორი გენია.ჯი)