„დამაკვირდი”

„ჩვენ, მოხუცები, იმისათვის ვარსებობთ, რომ ახალგაზრდებმა ჩვენ მიერ ჩადენილი შეცდომები აღარ გაიმეორონ”. – გოეთე – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ვაი, რომ ადამიანი ერთადერთი არსებაა, ისიც მოაზროვნე, რომელიც ერთხელ ჩადენილ შეცდომას რამდენიმეჯერ იმეორებს. მაგალითად, ძაღლი არასდროს არ შევა მეორედ იმ ოთახში, რომელშიაც წლების მანძილზე უდიერად ეპყრობოდნენ და ცუდად კვებავდნენ”. – ნოდარ დუმბაძე

* * *

„დრო ისეთი ავტომობილია, რომელსაც „უკან სვლა” არა აქვს”.

* * *

„სამართალი არსადაც არ არის”. – მიხეილ ჯავახიშვილი

* * *

„ხალხს თვალს ვერ აუხვევ, ტყუილს და მოგონილს, ძალიანაც რომ მოინდომო, არ დაგიჯერებს”. – რეზო ჭეიშვილი – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„პატიოსნება გრიპი არ არის, რომ ორ და სამ თვეში გაგიაროს, პატიოსნება უკურნებელი და გადამდები სენივით უნდა გვჭირდეს და მასთან ერთად უნდა ჩავიდეთ სამარეში”. – ნოდარ დუმბაძე

* * *

„პირველი იყო სიტყვა”, – ასე იწყება საღვთო წიგნი, მეგობრებო, მაგრამ მეორე ხომ იყო საქმე?”

* * *

„ყველაზე გემრიელი პური მაწანწალობის დროს, ღატაკების ოჯახში მიჭამია”. – ჯეკ ლონდონი

* * *

„ნათქვამია, ას მშენებელს ერთი მნგრეველი აუთავდაო”.

„ – რატომ დაინგრა ბაბილონის გოდოლი?

- იმიტომ რომ, მისი მშენებლები ყველა გამვლელ-გამომვლელს რჩევა-დარიგებას უგდებდნენ ყურს”. – ნოდარ დუმბაძე

* * *

„როცა ძმა შავ დღეშია, ლაპარაკი კი არა, დახმარებაა საჭირო”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>