ეს ფოთოლი უთენია
თელას მოსწყდა ჩქამით,
დილით ფეხს გაუთელია,
შევერცხლილი ნამით,
უთენია ეს ფოთოლი,
უთელიათ ფეხით…
თელას მოსწყდა, ობოლია,
აუარეთ გვერდი.