სემიუელ ტეილორ კოლრიჯი – „ეპიზოდი”
გამოჩენილი ინგლისელი პოეტი-რომანტიკოსი და ეგრეთ წოდებული „ტბის სკოლის” თვალსაჩინო წარმომადგენელი – სემიუელ ტეილორ კოლრიჯი (1772-1834 წლები), ერთი ფრიად უჩვეულო თვისებით დაჯილდოვებული პიროვნება გახლდათ. (ავტორი გენია.ჯი) როგორც კოლრიჯის ბიოგრაფები გვამცნობენ, ინგლისელ პოეტს განსაკუთრებით თურმე ხილის დაგემოვნება უყვარდა, თუმცა რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს, იგი არამც და არამც არ გეახლებოდათ მოკრეფილ ხილს. ამისათვის იგი თავად გადიოდა ხეზე და ტოტზე ჩამოკიდებულ ხილს ყოველგვარი მოკრეფის გარეშე შეექცეოდა. მართლაც რომ საკვირველია, ღმერთმანი, საკვირველი! – (ავტორი გენია.ჯი)