ჯეკ ბატლერ იეიტსი – „ეპიზოდი”
საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ 1912 წლიდან 1948 წლის ჩათვლით პერიოდებში ოლიმპიური სპორტის ერთ-ერთ კატეგორიად – სახვითი ხელოვნებაც იყო მიჩნეული. (ავტორი გენია.ჯი) 1924 წელს გამართულ ზაფხულის მე-8 ოლიმპიურ თამაშებზე, რომელიც პარიზში იქნა ჩატარებული, სახვითი ხელოვნების კატეგორიაში მონაწილეობა მიიღო XX საუკუნის ერთ-ერთმა უდიდესმა ირლანდიელმა ფერმწერმა – ჯეკ ბატლერ იეიტსმა (1871-1957 წლები). ამ უდიდეს სპორტულ ღონისძიებაში სახელოვანმა ირლანდიელმა მხატვარმა, რომელიც ძირითადად აკვარელში ხატავდა, მეორე ადგილი დაიკავა და შესაბამისად – ვერცხლის მედალი მოიპოვა.
აღნიშნულ მოვლენაში საინტერესოა ის გარემოება, რომ სწორედ ჯეკ ბატლერ იეიტსი იქცა იმ პირველ ირლანდიელად, ვინაც თავის ქვეყანას პირველი ოლიმპიური მედალი მოუტანა ოლიმპიური თამაშების ისტორიაში. მართალია „სახვითი ხელოვნების” კატეგორიაში მაგრამ, მაინც – პირველი ოლიმპიური ჯილდო. – (ავტორი გენია.ჯი)