ნოდარ დუმბაძის ერთი მრავლისმეტყველი ჩანახატი

„ – მეგობარო, გაჩერდით ერთი წუთით, მიპასუხეთ, რა არის სამშობლო? – ვაჩერებ ქუჩაში გამვლელს.

- მე მეკითხებით? – მეუბნება განცვიფრებული გამვლელი.

- დიახ, თქვენ, იქნებ არ იცით?

- როგორ არ ვიცი, მაგრამ ასე უცებ, დაუფიქრებლად, ქუჩაში…

- დიახ, ასე უცბად, დაუფიქრებლად ქუჩაში…

- ასე უცბად, დაუფიქრებლად და ქუჩაში სამშობლოსათვის სიკვდილი შეიძლება, მაგრამ იმის თქმა, თუ რა არის სამშობლო, არ შეიძლება, ბატონო, – მიპასუხა მან და ჩქარი ნაბიჯით მცილდება”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება