ალექსანდრე პაპავა – „ვეფხისტყაოსნის ცხოველთა სამყარო”

გენიალური ქართველი პოეტისა და მოაზროვნის – შოთა რუსთაველის საიუბილეო დღეებში (XX საუკუნის შუა ნახევარი) გამოჩენილმა ქართველმა მეცნიერმა და პედაგოგმა – ალექსანდრე პაპავამ ბროშურის სახით გამოაქვეყნა ნაშრომი, სახელწოდებით – „ვეფხისტყაოსნის ცხოველთა სამყარო”, სადაც ერთობ საინტერესო სტატისტიკური ინფორმაცია გახლდათ მოწოდებული იმის შესახებ, თუ რამდენი სახეობის ძუძუმწოვარი ცხოველი ჰყავს თავის უკვდავ ქმნილებაში მოხსენიებული მსოფლიო პოეზიის ქართველ მეტრს. (ავტორი გენია.ჯი) ნიშანდობლივი და ფრიად საყურადღებოა ისიც, რომ ცხოველთა გამოყენება-აღწერით თავის დიდებულ ლიტერატურულ ქმნილებაში – „ილიადა”, რუსთაველს თვით ლეგენდად ქცეული ძველ ბერძენი პოეტი – ჰომეროსიც კი ვერ ეტოლება. ამის დასტურად რამდენიმე კონკრეტული მაგალითის მოყვანაც საკმარისი იქნება. ასე მაგალითად: ჰომეროსს „ილიადა”-ში საერთო ჯამში 32 სახეობის ცხოველი ჰყავს მოხსენიებული. მათ შორის 7 შინაური ძუძუმწოვარი და 11 გარეული ცხოველი, ფრინველთა – 11, რეპტილიების – 1, თევზების – 1 და მწერების 1 სახეობა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ჰომეროსის პოემაში მხოლოდ და მხოლოდ 2 სახეობის მტაცებელია მოხსენიებული, მაშინ როდესაც ჩვენი რუსთაველის „ვეფხისტყაოსანში” 7 სახეობის მტაცებელია წარმოდგენილი.

შოთა თავის ლიტერატურულ ნაწარმოებში სულ 42 სახეობის ცხოველს იხსენიებს, რომელთაგან 14 სახეობის გარეული ძუძუმწოვარს და 7 შინაური სახეობის ცხოველს, ფრინველთა – 17 სახეობას, ქვეწარმავალთა წარმომადგენელთა – 9 სახეობასა და 1 მწერების სახეობას წარმოადგენენ.

რუსთაველი, რომელიც ჰომეროსის მსგავსად დიდ ადგილს უთმობს ცხენს, „ვეფხისტყაოსანში” ნადირთა მეფეს – ლომს 78-ჯერ იხსენიებს და ვეფხვს 22-ჯერ, მაშინ როდესაც ძველ ბერძენი პოეტი ჯიქს ერთხელ ახსენებს, ვეფხვს კი არც ერთხელ.

ასე რომ, შოთას უპირატესობა ამ მხრივ თავის სახელოვან ძველ ბერძენ კოლეგასთან შედარებით, მართლაც რომ თვალსაჩინოა. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>