თენცინგ ნორგეი – „ეპიზოდი”

„ვეფხვად” წოდებულმა მსოფლიოში სახელგანთქმულმა შერპმა (ინდოელმა) მთასვლელმა – თენცინგ ნორგეიმ (1914-1986 წლები), თავის ახალზელანდიელ კოლეგასთან – სერ ედმუნდ ჰილარისთან ტანდემში, 1953 წლის 29 მაისს ისტორიაში პირველმა დალაშქრა დედამიწის უმაღლესი მწვერვალი – ჯომოლუნგმა. (ავტორი გენია.ჯი) ეგზომ უდიდესი მიღწევა თენცინგს არც „ვაშას” ძახილით აღუნიშნავს და არც როკვას მოჰყოლია სხვა გამარჯვებულ და აღტაცებულ სპორტსმენთა მსგავსად.

უკიდურესად დაღლილმა და გასავათებულმა შერპმა მთასვლელმა ევერესტზე ფეხის დადგმისთანავე მუხლი მოიყარა მწვერვალის წინაშე, დამსკდარი ტუჩებით ეამბორა მის მარადიულ ჭაღარას და წარმოთქვა: „გმადლობთ, ჯომოლუნგმა, რომ ამომიშვი!” – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>