კიმ ჩენ ირი – „ეპიზოდი”

სასტიკი და დაუნდობელი ბუნებით გამორჩეული ჩრდილოეთ კორეის ექს-დიქტატორი - კიმ ჩენ ირი (1941-2011 წლები), ვისაც რატომღაც ძალიან უყვარდა ისეთი „ეგზოტიკური” არაყის დალევა, რომელშიაც გაგიკვირდებათ და, ჯერ კიდევ ცოცხალი ქვეწარმავალი დაცურავდა, ახლო თუ შორეულ ნათესავებზე რომ არაფერი ვთქვათ, საკუთარი ოჯახის წევრებსაც კი არ ინდობდა მის მიერ დადგენილი წესების დარღვევის შემთხვევაში. (ავტორი გენია.ჯი) ჩრდილოკორეელ დიქტატორს თავისი უფროსი ვაჟი – კიმ ჩენ ნამი კი უყვარდა, თუმცა მას სიყვარულის გრძნობაც (ისევე როგორც სხვა გრძნობები) ერთობ თავისებური და სპეციპიკური გააჩნდა. ასე მაგალითად: ერთხელ მან შეიტყო, რომ კიმ ჩენ ნამი, რომელიც მაშინ სულ რაღაც თექვსმეტიოდე წლის ასაკში იმყოფებოდა, არ დაემორჩილა ყოვლისშემძლე მამის ბრძანებას და ისევ განაგრძო შეხვედრები მშობლისათვის არასასურველ გოგონასთან. აღნიშნულმა ინფორმაციამ დიქტატორი უკიდურესად განარისხა. შედეგად მან საშინელი სკანდალი მოაწყო ოჯახში. საკვირველია, თუმცა ფაქტია, რომ შედეგად განრისხებულმა ჩრდილოკორეელმა ბელადმა საკუთარ ოჯახის წევრებს სასჯელის სახით – რამდენიმედღიანი იძულებითი შიმშილობა გამოუტანა. ის კი არადა, კიმ ირ სენმა თავისი ურჩი ვაჟის ქვა-ნახშირის საბადოში განმწესებაც მოითხოვა სამუშაოდ. იმისათვის, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება გაშლეგებულ მამას როგორმე შეეცვალა, კიმ ირ სენის მეუღლე – სონ ხე რიმი, რამდენიმე საათის განმავლობაში მუხლებზე მდგომი ეაჯებოდა მას. მუხლებზე მდგომი ქალის რამდენიმესაათიანმა ხვეწნა-მუდარამ საბოლოოდ შედეგი მაინც გამოიღო: კიმ ჩენ ნამი ქვა-ნახშირის საბადოებში მუშაობას სასწაულებრივად გადაურჩა. – (ავტორი გენია.ჯი)

კიმ ჩენ ნამი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>