ანტონ ჩეხოვი – „ეპიზოდი”
„საშინელება იყო ისეთ ექიმთან მკურნალობა, როგორიც – ანტონ ჩეხოვი გახლდათო”. – ასეთი ერთმნიშვნელოვანი მოსაზრება გამოთქვა თავის დროზე ცნობილმა რუსმა მწერალმა, სერგეი დოვლატოვმა თავისი სახელოვანი კოლეგის შესახებ. (ავტორი გენია.ჯი) და მართლაც, მიუხედავად იმისა, რომ ჩეხოვს მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი ჰქონდა დამთავრებული, იგი მაინც ცუდი ექიმი დადგა. თავისი ვაჟის ექიმობაზე მეოცნებე დედას მან ხათრი ვერ გაუტეხა, თუმცა მისი პროფესიული მოწოდება სინამდვილეში აბსოლუტურად სხვა იყო… რაც შემდგომში ჩეხოვის განვლილმა ცხოვრების გზამაც დაადასტურა. ამიტომაც იყო, რომ ლექციების მიმდინარეობის დროს იგი ფელეტონების წერით უფრო იქცევდა თავს, ვიდრე ლექციის კურსის მოსმენით. ცნობილია ისიც, რომ ჩიკინსკის საავადმყოფოში მუშაობის ჟამს, ანტონი ბევრად უფრო დიდ დროს უთმობდა ლიტერატურულ მოღვაწეობას, ვიდრე თავის პროფესიას.
მას შემდეგ, რაც ერთ-ერთი პაციენტი ჩეხოვის მიერ გაცემულ სამედიცინო რეკომენდაციას ემსხვერპლა, იგი იძულებული გახდა საბოლოოდ ეთქვა უარი მედიცინის მუშაკობაზე და მთელი თავისი არსებით დაკავებულიყო ლიტერატურული მოღვაწეობით. შედეგად, ცუდი ექიმისაგან რამდენიმე ხანში ჩეხოვი, შესანიშნავ ლიტერატორად ჩამოყალიბდა. – (ავტორი გენია.ჯი)