მუხრან მაჭავარიანი – „მიზეზი ყოვლის”

სიგლახეს ჩვენსას

დავაბრალებთ უცხოს ნურავის! –

თვითდაკვირვების

მოვიმარჯვოთ,

დროა, უნარი!

მიზეზი ყოვლის,

რა სიგლახეც ჩვენში მძვინვარებს! -

თქვენ როგორ ფიქრობთ?! -

რაა?!

ვინ არი?!

* * *

ისევ ჩვენს შორის,

 რომ იყო და რომაა ბევრი, -

თავისი ვისაც

ურჩევნია ყველაფერს თავი,

ვინც სამშობლოთი,

სამწუხაროდ,

არაა ავად,

ჰკიდია ვისაც

საქართველო ფეხებზე შენი.

კომენტარის დატოვება