ჯონ უილკინსი – „ეპიზოდი”
ევროპის ისტორიაში პირველი ადამიანი, ვინაც კოსმოსში მოგზაურობაზე დაფიქრდა, ლონდონის სამეფო აკადემიის ერთ-ერთი ფუძემდებელი, უნივერსალი ინგლისელი სწავლული და ოლივერ კრომველის სიძე (უმცროსი დის ქმარი) – ჯონ უილკინსი (1614-1672 წლები) გახლდათ. (ავტორი გენია.ჯი) თავის ნაშრომებში იგი ფართოდ განიხილავდა იდეას იმის შესახებ, თუ როგორ შეეძლო ადამიანს მომავალ ეპოქებში „მფრინავი ეტლების” საშუალებით მთვარემდე მიღწევა. გარდა ამისა, უილკინსი იმაშიც ღრმად იყო დარწმუნებული, რომ კოსმოსურ სივრცეში არსებული პლანეტები ადამიანებით იყვნენ დასახლებული. 1650-იან წლებში ინგლისელი სწავლული შეეცადა კიდეც კოსმოსში გასაფრენად საჭირო მფრინავი აპარატის შექმნას, თუმცა მუშაობის პროცესში დარწმუნდა, რომ ეს გაცილებით რთული განსახორციელებელი რამ გახლდათ, ვიდრე ერთი შეხედვით წარმოედგინა. შედეგად, ადამიანის კოსმოსში გაფრენა ასწლეულებით იქნა გადადებული. – (ავტორი გენია.ჯი)