ოტია იოსელიანი წერდა…
„არავისი ისე არ მეშინია, როგორც საკუთარი თავისა…” - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ადამიანები სიკეთით ყოფილან სავსე, ამას კი დანახვა უნდა, გული ადამიანებს ხელისგულზე არ უდევთ. სანამ ამას ვერ მიხვდები, უბედური ხარ. ვინც ამას ვერ გაიგებს, მთელი თავისი დღე და მოსწრება მგლების ხროვაში იცხოვრებს”.
* * *
„ძნელია, როცა გშია და არავინ გაჭმევს, გცივა, არავინ გათბობს, უიმედო ხარ და საიმედო არავინა გყავს”.
* * *
„სიმართლე, როგორი დაუჯერებელიც არ უნდა იყოს, მაინც სიმართლეა”.
* * *
„ხდება, ჭაბუკობაში იძლევიან პირობას და მერე, კაცობაში, ეცინებათ სიყმაწვილეზე…” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„შენ უნდა ვარგოდე და გიცნობდნენ, თვარა, ვიღაცას კი ეყოლება ვიღაცა!”
* * *
„რასაც ვაკეთებ, უნდა შემეძლოს იმისი თქმა. მე არ ვიცი, კარგია ეს თუ ცუდი, მაგრამ ვიცი, ამისთვის ვარ გაჩენილი…”
* * *
„ჭორი ანგელოზს უფრთოდ ვერ დატოვებს”.
* * *
„ალბათ, უბედურია, ვინც თხად დაიბადა და თავი ჯიხვი ჰგონია”.
* * *
„კარგია, თუ ვინმეს მოვაგონდი…” – (ავტორი გენია.ჯი)