ალექსანდრე დიუმა – „ეპიზოდი”

თავის დროზე ბევრი გააკვირვა იმ ინფორმაციამ, რომ დიდი ფრანგი მწერლის - ალექსანდრე დიუმას (1802-1870 წლები) წინაპრები მამის მხრიდან, შავკანიანები იყვნენ. (ავტორი გენია.ჯი) ლიტერატორის ბებია (მამის დედა) – მარია-სესეტა დიუმა, ჰაიტური წარმომავლობის მქონე შავკანიანი მონა-ქალი გახლდათ, თუმცა ეს გარემოება დიუმას მანამ არ უშლიდა ხელს, სანამ დიდების ზენიტს არ უწია და საქვეყნოდ არ დაიგდო სახელი. მას შემდეგ, რაც დიუმამ უდიდეს წარმატებას მიაღწია ლიტერატურულ ასპარეზზე, კრიტიკოსებმა განსაკუთრებულად გაახშირეს რასისტული საჯარო თავდასხმები მასზე. შექმნილი მდგომარეობა ალექსანდრეს აიძულებდა, ყველა მეთოდით დაეცვა თავი ეგზომ მომეტებული რასისტული თავდასხმებიდან. ერთ დღესაც, ალექსანდრეს გზაზე სწორედ ის კრიტიკოსი გადაეყარა, რომელიც მას განსაკუთრებით აკრიტიკებდა თავისი წარმომავლობის გამოისობით. ემოციურმა დიუმამ მასთან შეხვედრის ჟამს თავი ვერ შეიკავა და მის შეურაცხმყოფელ კრიტიკოსს ცინიზმით აღსავსე მრავლისმეტყველი სიტყვით მიმართა: „მამაჩემი მულატი იყო, ბაბუაჩემი შავკანიანი, ხოლო ჩემი დიდი ბაბუა კი – მაიმუნი. ხედავთ თუ არა, სერ, რომ ჩემი ოჯახი იწყება სწორედ იქ, სადაც თქვენი მთავრდება?!” – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>