მიხეილ გოლიცინი – „ეპიზოდი”

მას შემდეგ, რაც რუსმა თავადმა და თადარიგში გასულმა მაიორმა – მიხეილ გოლიცინმა (1687-1775 წლები) უცხოელ, იტალიელ ქალბატონზე იქორწინა, მართლმადიდებლობა დაუტევა და კათოლიკედ მოექცა. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნულმა მოვლენამ მიხეილის მიმართ ერთობ უარყოფითად განაწყო რუსეთის იმპერატორი-ქალი – ანა იოანეს ასული რომანოვა. შედეგად, განრისხებულმა ანამ ჯერ გოლიცინის უცხოელ ქალზე ქორწინების ოფიციალური ანულირება მოახდინა, შემდეგ კი მიხეილის მეუღლე ქვეყნიდანაც გააძევა. თუმცა, ამით იმპერატორი-ქალის რისხვა არ ამოწურულა. მან ერთ დროს დიდი გავლენისა და ავტორიტეტის მქონე თავადი, საიმპერატორო სასახლის კარის – მასხარად აქცია, რითაც უკიდურესად შებღალა გოლიცინის ღირსება.

„მებურახე” – ასე უწოდეს ანა იოანეს ასულის პირად მასხარად ქცეულ მიხეილს მისმა თანამედროვეებმა. იმისათვის, რომ სჯულგამოცვლილი გოლიცინი კიდევ უფრო დამცირებულიყო საზოგადოების თვალში, მას ხშირად აიძულებდნენ კალათაში ჩამჯდარიყო და ისეთი ქმედება განეხორციელებინა, თითქოსდა ქათამს წარმოადგენდა, რომელიც კვერცხს დებდა. კალათაში ქათამივით მოკაკანე გოლიცინი, რაღა თქმა უნდა, ყველასათვის აბუჩად ასაგდებ პერსონად იქცა, რითაც ერთგვარად იძია შური შლეგმა იმპერატორმა ქალმა თავის ქვეშევრდომ თავადზე მართლმადიდებლობის დატევების გამო. – (ავტორი გენია.ჯი)

ანა იოანეს ასული რომანოვა

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>