მურმან ლებანიძე – „მისთვის დამარცხდა?!”

მისთვის დამარცხდა,

შენის აზრით, რომ ბოროტია?!

ან დამარცხდა კი?!

ხვალ-ზეგ შუბლში ესვრიან იებს!

ნათლის და ბნელის

შერკინება ხომ ბოლომდეა?! -

სისულელეა!

ბოროტება მარადჟამ ჰგიებს!

* * *

ღირს სიკეთეთა შორი დიდება

თანადგომად და გამოსარჩლებად!

ბოროტებათა ფონი სჭირდება

მაინც, სიკეთის გამოსაჩენად!

კომენტარის დატოვება