„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”
„ყველამ იცის, რაა დღეს მისთვის აუცილებელი, იქნებ ისიც – რაც ხვალ და ზეგ. უფრო ჭკვიანებმა – რაც ერთი წლის შემდეგ და კიდევ უფრო წინდახედულებმა – რაც სიცოცხლის ბოლომდე”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„სიცოცხლე კარგი სიკვდილის ფასად არასოდეს ღირს”.
* * *
„მშვენიერება იმდენნაირია, რამდენნაირი დამნახავიცა ჰყავს”.
* * *
„ვისაც ცოდვის შენდობა არ ძალუძს – შეწყნარებას ნუ ელის”.
* * *
„უსულო ხორცს მგლის მადა აქვს და სვავის გაუმაძღრობა”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„რასაც შენი არ ჰქვია, შენ იქ ყოფნას არყოფნა სჯობს”.
* * *
„უზომოდ მფლანგველი სხვაზე ადრე რჩება ხელცარიელი”.
* * *
„ხშირად, ძალიან ხშირად, სიცოცხლის ფასი რომ არ ვიცით, სიკვდილი გვაგებინებს”.
* * *
„განსაცდელმა ძლიერი და უძლური არ იცის”.
* * *
„რაც მეტი იცი, იმდენად მეტის ცოდნა გმართებს”. – (ავტორი გენია.ჯი)