„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”
„დარდი საქმეს არ შველისო, ამბობენ უდარდელნი. სანამდე ვართ, დრო ვატაროთო, თავში ხელის ცემა და ქოჩრის გლეჯა რას მოგვცემს, რას გვისაშველებსო. თავში ხელის ცემამ, თუ ის თავია, უნდა ატკინოს, აფიქროს, ააზრებინოს, ჭკუა გადაუბრუნოს და სახსნელი აპოვნინოს. ამისთვისაა ჭმუნვა და ვარამი, ურვა და კაეშანი. ჭკუა დარდია და ჭკვიანი დარდიანი”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ადამიანი თუ აუშვი, მეტს და მეტს მოინდომებს”.
* * *
„შენს ტკივილს შენ თუ მოერევი, სხვა როგორ გაიგებს”.
* * *
„მტერი ისევეა მოყვარე, როგორც მტერი”.
* * *
„ცხოვრების გრძელ გზა-სავალს საწუთრო თავზე იმდენ მოულოდნელობას და მუხანათობას დაამსხვრევს, ბრძენთაბრძენიც ვერ ივარაუდებს, და ყოველთვის, ყოველი ახალი ფათერაკისათვის ვერ მოემზადები”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„შენი სისუსტის ცოდნა და მასთან შეურიგებელი ბრძოლაა გამარჯვება”.
* * *
„ბრძენის ჭკუა სხვისთვისაა შვება, თორემ თავისთვის მძიმე ტვირთია”.
* * *
„მტერი თუ შეიცვალა, სხვა გზა არაა, შენც უნდა შეიცვალო”.
* * *
„ისე, როგორც ყველა არ ცოცხლობს, – ყველა არ კვდება”.
* * *
„თუ დედა შვილს თავის ენაზე არ გაზრდის, ერთმანეთს რომ ვერ გაუგონ, ცოდვა ვის ეკისრება?” – (ავტორი გენია.ჯი)