მურმან ლებანიძე – „კიპლინგი იტყვის”

დამნაშავეა არა ძლიერი, -

ქედზე, წახრილზე, დამდგმელი უღლის,

არამედ სუსტი, გუდამშიერი -

დავიმახსოვროთ

კანონი ჯუნგლის!

* * *

თვითონ სისუსტე ჩვენი ვიწამლოთ, -

სხვისა ნუ შეგვშურს დიდების მქუხრის, -

დროა ვისწავლოთ, დროა ვისწავლოთ,

დროა ვიწამოთ

კანონი ჯუნგლის!

* * *

არსით საშველი! უნდა შევიძლოთ

შეკვრა წარბის და გამართვა მუხლის!

დროა შევიცნოთ, დროა შევიცნოთ,

დროა შევიგნოთ

კანონი ჯუნგლის!

კომენტარის დატოვება