ვლადიმერ მაიაკოვსკი – „ეპიზოდი”
საქართველოზე შეყვარებული სახელოვანი რუსი პოეტი – ვლადიმერ მაიაკოვსკი (1893-1930 წლები), სასვენი ნიშნების მოძულე ლიტერატორი გახლდათ. (ავტორი გენია.ჯი) ამას იგი თავადვე აღიარებდა გულღიად პირად საუბრებში. თუმცა, როგორც მისი ბიოგრაფები შენიშნავენ, მაიაკოვსკის მაინც განსაკუთრებით ისეთი სასვენი ნიშნის გამოყენება სძულდა თურმე, როგორიც გახლავთ – მძიმე. აღნიშნული გარემოების გამო, ვლადიმერი ხშირად ხდებოდა კრიტიკოსთა განსჯის საგანი. შედეგად, პოეტის ნაწერებს კორექტორთა ჩასწორებები მუდმივად ესაჭიროებოდა. ლიტერატურათმცოდნეთა ვარაუდით, აგათა კრისტის მსგავსად, მაიაკოვსკიც დისლექციით იყო დაავადებული, რაც მას საშუალებას არ აძლევდა, სწორად გამოეყენებინა თავის შესანიშნავ ლიტერატურულ ქმნილებებში სასვენი ნიშნების სისტემა. ასეთ შემთხვევაში მაიკაოვსკის დიდ დახმარებას უწევდნენ მისი მეგობრები. მაგალითად, პოეტის ლექსებს ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში უწევდა კორექტირებას ვლადიმერის ერთ-ერთი უახლოესი მეგობარი და კოლეგა – დავიდ ბურლიუკი, ხოლო შემდგომში კი ცნობილი საბჭოთა მწერალი – ოსიპ ბრიკი (ლილია ბრიკის მეუღლე). – (ავტორი გენია.ჯი)