დავიდ ბენ-გურიონი – „ეპიზოდი”
თანამედროვე ისრაელის სახელმწიფოს ერთ-ერთი დამაარსებელი და ლეგენდად ქცეული ებრაელი პოლიტიკოსი – დავიდ ბენ-გურიონი (1886-1973 წლები), რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს, სხვა მართლმორწმუნე ებრაელთაგან განსხვავებით, რელიგიური ადამიანი არ იყო. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა კი შესანიშნავად აცნობიერებდა, რაოდენ დიდი გავლენა გააჩნდა რელიგიას პოლიტიკაზე. ამიტომაც გაანთავისუფლა მან მორწმუნე იუდეველები სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან თავის დროზე, ხოლო შაბათი დღე ოფიციალურად გამოაცხადა გამოსასვლელ დღედ. იმას, რომ დავიდი ღრმად მორწმუნე იუდეველი არ გახლდათ, ბენ-გურიონი არასოდეს მალავდა. „მე თითქმის არასოდეს დავდივარ სინაგოგაშიო”, – შენიშნავდა ხოლმე იგი. ებრაული წარმომავლობის მქონე ცნობილმა ინგლისელმა მწერალმა – ჰაიმ ბერმანტმა, ვისთვისაც კარგად იყო ცნობილი ლეგენდარული ისრაელელი პოლიტიკოსის რელიგიური მსოფლმხედველობა, ერთხელ მეტად მახვილგონივრულად აღნიშნა – „მიუხედავად იმისა, რომ დავიდ ბენ-გურიონს არ სწამდა ღმერთი, შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ თავად ღმერთს სწამდა მისიო”. – (ავტორი გენია.ჯი)