ვლადიმერ ვისოცკი – „ეპიზოდი”
მას შემდეგ, რაც ყველასათვის ცნობილმა რუსმა მუსიკოსმა, მსახიობმა და პოეტმა - ვლადიმერ ვისოცკიმ (1938-1980 წლები) უმაღლესი სასწავლებელი დაამთავრა და დიპლომი აიღო, მოღვაწეობა ალექსანდრე პუშკინის სახელობის თეატრში განაგრძო. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა იქ მას ძირითადად ეპიზოდური როლების შესრულება უხდებოდა. ეკონომიურად უკიდურესად შეჭირვებული ვისოცკი იძულებული იყო გროშებზე ემუშავა. მაგრამ იმას თუ გავითვალისწინებთ, რომ ვლადიმერი თავისი მწირი ფინანსური შესაძლებლობების გამო, სამსახურში ხშირად მეგობრებისაგან ნათხოვარი ტანისამოსით დადიოდა, მისთვის ის გროშებიც მნიშვნელოვან საარსებო წყაროს წარმოადგენდა. ის კი არადა, ამბობენ იმასაც, რომ იმ პერიოდში მას იმდენად უჭირდა ეკონომიურად, რომ ფეხსაცმელისათვის საჭირო თასმებისათვისაც კი ვერ იმეტებდა ფულს, რის გამოც ხშირად შენიშნავდით მის ფეხზე მავთულით შეკრულ ფეხსაცმელებსო.
ვისოცკის ფინანსური მდგომარეობა მინიატურების თეატრში სამუშაოდ გადასვლის შემდგომაც არ გაუმჯობესებულა და ისევ ისეთ მიზერულ ხელფასს იღებდა, როგორსაც პუშკინის თეტრში, რაც მას საშუალებას არ აძლევდა ოჯახი სათანადოდ გამოეკვება. სწორედ იმ პერიოდში გახდა იგი შეყვარებული მის მომავალ მეუღლეზე – იზა ჟუკოვსკაზე. და, რადგანაც ვლადიმერს სატრფოსათვის საჩუქრის საყიდელი ფული არ გააჩნდა, იზას საჩუქრის სახით მის მიერ დაწერილ ლექსებს აძლევდა. სამწუხაროდ, ჟუკოვსკამ სათანადოდ არ შეაფასა მასზედ შეყვარებული ახალგაზრდა მამაკაცის ლექსები, რის გამოც მათ ნაგავში ჰყრიდა.
69 მანეთი – აი ეს გახლდათ ვლადიმირ ვისოცკის უკიდურესად მიზერული ხელფასი, რამაც ვისოცკების ახლადდაქორწინებული წყვილი სრულ სიღატაკეში ჩატოვა. შედეგად, ისინი მალევე დაშორდნენ ერთმანეთს, და დაშორების მიზეზი სწორედ რომ ზემოაღნიშნული გარემოება გახლდათ.
მერე… მერე კი ყველაფერი კარდინალურად შეიცვალა… – (ავტორი გენია.ჯი)