იცით თუ არა, რომ?!
1. ლეგენდად ქცეული ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის – სერ უინსტონ ჩერჩილის უმშვენიერესი გარეგნობის მქონე დედას – ჯენი ჯერომ-ჩერჩილს – მაჯაზე დრაკონის ტატუ ჰქონდა დატანილი. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. შუა საუკუნეებში, ძლევამოსილი მონღოლები დაპყრობის მიწებზე უკიდურესი სისასტიკით რომ გამოირჩეოდნენ, ძველი ამბავია. ისინი ცოცხლად აძრობდნენ ტყავს ადამიანებს და ბავშვებს ცეცხლში ყრიდნენ. ის კი არადა, როდესაც მონღოლ ნოინებს ცხიმი დასჭირდებოდათ, ამ ცხიმს ისინი ადამიანთა ცხედრებისაგან ადნობდნენ, რომლებსაც ერთმანეთზე ფენა-ფენად აწყობდნენ.
* * *
3. დიდ ქართველ ბოტანიკოსსა და საზოგადო მოღვაწეს – ნიკო კეცხოველს თავისი ბუნებისა და თვისებების გამოისობით, უკვდავმა ქართველმა მწერალმა – ნოდარ დუმბაძემ – „კაცი ოთარაანთ ქვრივი” უწოდა.
* * *
4. „უდიდესი შემოქმედებითი ნიჭის მატარებელი ადამიანი” – ასეა განმარტებული ლექსიკონებში სიტყვა – გენიოსი.
* * *
5. კუნკული – ბერის თავსაბურავია. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
6. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთა საყოველთაოდ ცნობილი რეზიდენციის – „თეთრი სახლის” პირველ სართულზე თავდაპირველად საჯინიბო, შემდეგ საღორე და ყაზარმა იყო განთავსებული. ახლა კი იქ სხვადასხვა ქვეყნის ყველაზე წარჩინებულ სახელმწიფო მოღვაწეებს მასპინძლობენ.
* * *
7. ადრეული პერიოდის საქართველოში მეფის ამალას – „ტაძრეული” ერქვა.
* * *
8. მსოფლიო ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი მხედართმთავარი – ალექსანდრე მაკედონელი არავის აძლევდა თავისი სურათის დახატვის უფლებას, გარდა გენიალური ძველბერძენი მხატვრისა – აპელესისა.
* * *
9. ისევე როგორც აცტეკები, მაიას საყოველთაოდ ცნობილი ტომის ხალხი არასოდეს იყენებდა მშენებლობის ჟამს – რკინასა და ფოლადს.
* * *
10. ხახვის საკვებ პროდუქტად გამოყენება ადამიანმა ჯერ კიდევ 5 000 წლის წინათ დაიწყო. ცნობისათვის, იგი იმდენად მნიშვნელოვან და აუცილებელ საკვებ პროდუქტა წარმოადგენდა ეგვიპტეში, რომ მისი გამოსახულება ძველი ეგვიპტის ეგზომ პოპულარული ფარაონის – ტუტანხამონის სარკოფაგზეც კი იყო დატანილი. – (ავტორი გენია.ჯი)