კონსტანტინე გამსახურდია წერდა…
„მეც სიტყვის სიყვარულმა, ჩემი პატარა ხალხის სიყვარულმა გადამრია!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„არიან ადამიანები, რომელთაც ტყუილისადმი მიდრეკილება მოსდგამთ ბუნებით, ასეთნი, თანადროულობაზე გულამრეზილნი, თავის მიერ შეთხზული ტყუილით ინუგეშებენ ხოლმე თავს”.
* * *
„ზოგიერთებს ასჯერ შეპირება არასდროს ისე არ უძნელდებათ, როგორც ერთხელ შესრულება მრავალგზის აღთქმულისა”.
* * *
„კიდევ ერთ რამეს ჰგავს ეს სოფელი:დროზე მოწეულ რთველს, გონიერი დროზე იცნობს მოწევის ყავლს, მზისთვალი რა დაატკბობს მტევანში შაქარს და მოკრეფს სურნელოვან ყურძენს, ხოლო რეგვენი აგრე იტყვის: ხვალე, ხვალეო, ამასობაში ფრინველნი მოიმკიან პატრონის ნაცვლად რთველს”.
* * *
„ბულბულის ტკბილხმოვანება არწივისათვის რომ მიეცა ღმერთს, ფრინველთა მეფე ვერ იქნებოდა ეგზომ მძვინვარე და შეუპოვარი. რადგან სინაზე და სიძლიერე ერთ ხალთაში ჯერ აროდეს დატეულა”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„საცა სიყვარულით მოეკიდები, არაფერია ამქვეყნად ძნელი”.
* * *
„მე მგონია, არც ერთ ავაზაკს, არც ერთ მოღალატეს არ უხარია, რომ ის აგეთია. ცხოვრება და გარემოება ისევე წარმოქმნიან ხოლმე მათ, როგორც ჭაობის წყალი: თავკომბალებს, წურბელებსა და ბაყაყებს”.
* * *
„მიწა და ღმერთი ზედმიწევნით ჰგვანან ერთ რამეში ურთერთს, ისინი გულის სისხლს მოითხოვენ ტფილს, თანაც სიყვარულსაც და ამოსუნთქვასაც…”
* * *
„თამდაბლობა ვაჟკაცების წესია”.
* * *
„არასოდეს ისე სასტიკად არ განუკითხავთ ადამიანი წინაპართა ცოდვების გამო, როგორც რევოლუციების დროს. რადგან ყოველ დიდ რევოლუციას ასე სჩვევია, სისხლს უხვად ხარჯავს, მაგრამ ყოველ კაცს უხვადვე აზღვევინებს სისხლისთვის და წარსულისათვის…” – (ავტორი გენია.ჯი)