ნიკოლოზ II რომანოვი – „ეპიზოდი”
რუსეთის ტრაგიკულად აღსრულებული იმპერატორი - ნიკოლოზ II რომანოვი (1868-1918 წლები), თამბაქოს მასიურად მომხმარებელი მონარქი გახლდათ. მისი ბიოგრაფების ცნობით, ნიკოლოზი დღეში საშუალოდ 25 ღერ სიგარეტს ეწეოდა. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა, რომანოვების საიმპერატორო ოჯახში იგი ერთადერთი არ ყოფილა, ვინაც თამბაქოზე ესოდენ იყო შეყვარებული და დამოკიდებული. საკუთარ მეუღლეს თამბაქოს მოხმარებით არც რუსეთის უკანასკნელი იმპერატრიცა – ალექსანდრა თედორეს ასული ჩამორჩებოდა. ყველაზე წარმოუდგენელი და საშინელი რამ, რაც კი თამბაქოს მოხმარებასთან გახლდათ დაკავშირებული რომანოვების ოჯახში, ის იყო, რომ მას მასიურად მოიხმარდნენ ნიკოლოზის მცირეწლოვანი ქალიშვილებიც, და ამის მრავალი დამადასტურებელი დოკუმენტი და ფოტო-მასალაა დაცული არქივებში. ის კი არადა, ნიკოლოზი თავისი ხელით აწევინებდა ხოლმე მის მცირეწლოვან ქალიშვილებს თამბაქოს. – (ავტორი გენია.ჯი)