ეტრუსკების შესახებ…
ანტიკური ხანის ბერძნები სხვა უამრავი ხალხის შესახებ იყო მეტ-ნაკლებად ინფორმირებული. მათ შორის მეტად უცნაური წეს-ჩვეულებებისა და ტრადიციების მქონე ხალხის შესახებაც. (ავტორი გენია.ჯი) ელინებმა კარგად უწყოდნენ, რომ ფინიკიელები ჩვილებს სწირავდნენ თავიანთ ღმერთებს ზვარაკად. მათ ისიც იცოდნენ, რომ პატივდებული ბაბილონელი ქალბატონები წელიწადში ერთხელ, კერძოდ კი, ასტარტის დღესასწაულზე, ვალდებულები იყვნენ ნებისმიერ მამაკაცთან გაეყოთ სარეცელი. და მიუხედავად ყოველივე ამისა, ისინი ყველაზე ბარბაროს და გარყვნილ ხალხად მაინც ერთ-ერთი უძველესი ცივილიზაციის მქონე – ეტრუსკებს მიიჩნევდნენ.
ელინების მსგავსად, ეტრუსკებს – უზნეოებად მოიხსენიებდნენ ძველი რომაელი ავტორებიც (მათ შორის დიოდორე სიცილიელი). ბერძნებისაგან განსხვავებით, რომაელებს ბევრად უფრო მეტი ინფორმაცია გააჩნდათ მათი მონათესავე ეტრუსკების შესახებ, რადგან „მარადიულ ქალში” მათ მთელი საცხოვრებელი რაიონი ეკავათ და ბევრად უკეთესი საშუალება გააჩნდათ, პირადად ედევნებინათ თვალი მათი ყოფა-ცხოვრებისათვის.
ყველაზე მეტად, რაც ძველ ბერძენთა და რომაელთა ყურადღებას იწვევდა, ეტრუსკულ საზოგადოებაში გავრცელებული ქალთა განსაკუთრებით მაღალი უფლებები იყო. მათ აღაშფოთებდათ ის გარემოება, რომ ნებისმიერ ეტრუსკ ქალს შეეძლო თავის ქმართან ერთად მიეღო მონაწილეობა სხვადასხვა სახის დისკუსიებში, მასთან ერთად დასწრებოდა სადღესასწაულო წვეულებებს და მასთან ერთად გამომტყვრალიყო ღვინით.
ბერძენთა და რომაელთა გაოცებას ისიც იწვევდა, რომ ეტრუსკ ქალებს უფლება ჰქონდათ დასწრებოდნენ სპორტულ თამაშობებს, სადაც მამაკაცი ათლეტები შიშვლად იღებდნენ მონაწილეობას. დამართლაც, იმის ნაცვლად, რომ ეტრუსკ ქალებს სახლში საოჯახო საქმისათვის მიეხედათ, ხშირად წააწყდებოდით მათ ისეთ ადგილებში, სადაც პატიოსანი ქალის ადგილი ნამდვილად რომ არ იყო.
ალბათ იკითხავთ, რა აღაშფოთებდა და აოცებდა რომაელებსა და ელინებს, მაშინ როდესაც ყოველ რომაულ ქალაში მრავლად იყო განთავსებული – ლუპანარიუმები, სადაც ფულის გადახდის შემთხვევაში როსკიპი ქალები ნებისმიერ მამაკაცს ემსახურებდოდნენ; ხოლო ბერძნებში ფართოდ ჰქონდა გადგმული ფესვი ჰეტერათა ინსტიტუტს, რომლებიც ანალოგიურ მომსახურებას უწევდნენ თავიანთ მუშტრებს.
საქმე იმაშია, რომ „თავისუფალი ნებით” ცხოვრება რომაელებსა და ბერძნებში მხოლოდ იმ ქალებს ენიჭებოდათ, რომლებიც ოჯახის ქალებს არ წარმოადგენდნენ. თავიან მეუღლეებსა და ქალიშვილებს კი ისინი ერთობ უფრთხილდებოდნენ. საზოგადოებებში, სადაც პატრიარქატი იყო დამკვიდრებული, მათ ბევრი რამის უფლება ჰქონდათ ჩამორთმეული. ასე მაგალითად: ელინები დასჯით ემუქრებოდნენ ყველა იმ ოჯახის ქალს, რომელიც გაბედავდა-და ოლიმპიურ თამაშებზე დაესწრებოდა. (ავტორი გენია.ჯი) გარდა ამისა, მათ უფლება არ ჰქონდათ მამაკაცებთან ერთად ეტრაპეზათ (რაღა თქმა უნდა ჰეტეროების გამოკლებით).
კიდევ უფრო მკაცრი პატრიარქარული ცხოვრების წესით ცხოვრობდა „მარადიული ქალაქი”, სადაც მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს პირად სახელსაც კი არ ანიჭებდნენ. შედეგად ისინი თავიანთი გვარის ზოგადი სახელებით იყვნენ ცნობილნი. ასე მაგალითად: კლავდიუსების გვარის წარმომადგენელთ – კლავდიას არქმევდნენ, ლივიუსებისა – ლივიას და ასე შემდეგ. გარდა ამისა, ისინი მაქსიმალურად ერიდებოდნენ ქალის ბიუსტისა და ქალის გამოსახულების აღბეჭდვას სურათებზე. ერთადერთი გამონაკლისი ამ შემთხვევაში გახლდათ ქალის იშვიათი სილამაზე.
აი, ეტრუსკულ საზოგადოებში კი ყველაფერი კარდინალურად იყო განსხვავებული. ეტრუსკი მამაკაცების ცოლებს სურვილის შემთხვევაში თავისუფლად შეეძლოთ დასწრებოდნენ ამა თუ იმ სადღესასწაულო ღონისძიებებს (მათ შორის სპორტულ ღონისძიებებსაც); ხშირი იყო შემთხვევები, როცა ისინი ცოლ-ქმრის წყვილს გამოსახავდნენ საფლავებზე, რაც წარმოუდგენელი რამ გახლდათ როგორც რომაელებისთვის, ისე ბერძნებისათვის. ეტრუსკი წყვილები არ ერიდებოდნენ საჯაროდ გამოეხატათ თავიანთი სიყვარული ერთმანეთისადმი; და ქალებსაც პირადი სახელები ერქვათ იგივე ძველი რომაელი და ძველი ბერძენი ქალებისაგან განსხვავებით. ასე მაგალითად – ველია, ტანაკვილი, რამსა და სხვანი და სხვანი. ოფიცალურ დოკუმენტებში ქალი ატარებდა როგორც მამის, ისევე დედის გვარს.
და ბოლოს, ეტრუსკები ძალიან მხიარული და გონებამახვილი ხალხი იყო, რასაც ისიც მოწმობს, რომ სწორედ მათი უშუალო დამსახურებით დამკვიდრდა „მარადიულ ქალაქში” ისეთი კულტურული ინფორმაციის ფრაგმენტი, როგორიც გახლავთ – „მიმი”. – (ავტორი გენია.ჯი)
ეტრუსკი ცოლ-ქმრის წყვილის საფლავის ქვა