ოტია იოსელიანი წერდა…
„ჭკუა რომ მქონდეს, პირზე ბოქლომს დავიდებდი”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ბავშვი კარგი რომაა, თუ არ გაზარდე, საიდან იქნება. როგორც კი შეამჩნევ ბალღს, თავისი ამხანაგი და მეგობარი არ ეჭაშნიკება და ამრეზით უცქერის, მაშინვე თავსლაფი თუ არ დაასხი და არ შეაჩვენე, აბა, კაცთმოყვარე მსასოებელი ციდან ჩამოფრინდება?”
* * *
„ჩემი ბედის ამბავს თქვენ მასწავლით? გაჩენის დღიდან – დღემდე ხელჩართული ბრძოლა გვაქვს. ვითომ, არ ვნებდები ჩემი ჭკუით, მაგრამ სად დავემალები? მეზობელი ხომ არაა, ჩააქრო სანთელი, თითის წვერებზე იარო და კარზე რომ აკაკუნოს, არ გაუღო, ვითომ შინ არა ხარ, წამიჭერს კისერში ხელს, წამიჭერს, ვფხარკალებ – არ ვანებებ ამ გაწვალებულ სულს, მაგრამ ის თავისას არ იშლის და, აჰა, მთლად რომ გავლურჯდები, დავკარგავ საძრაობას და ბედს ვეჩაგვრინები, ცოტას მაშინ ამომასუნთქებს, მაგრამ რად გინდა, ვიცი, ხელი ყელთანა აქვს და ცივი თითებით მისარსალებს, იცის, იმისთანა გაუტეხელი კერკეტი კაკალი ვარ, ჩვენი დაზავება არ მოხერხდება. რა გინდა, ხისკენ პირი მიქნია, შე მამაძაღლო, დაყაბულდი, დაუტკბი, ხომ ხედავ, გერევა. დაუძახე ბაბა და იცხოვრე ორ დღეს სიამტკბილობით… რასაა, რომ აუტყდები, აუმხედრდები, არ მოისვენებ და მოისვენებ”.
* * *
„ძმის მოღალატე მართლა არაა დასაზოგი, თორემ მტერი ადამიანს მუდამ ჰყოლია და ეყოლება”.
* * *
„ყველა ძაღლი-მამაძაღლის ჭკუაზე თუ იარეთ, საკუთარ თავს, ხმას და საქმეს დაკარგავთ!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„რომ ავტირდე და ავჟივლდე, ვინ მოვა და თავზე ხელს ვინ გადამისვამს. ან, კაცმა რომ თქვას, ვიღაცის მფარველობის და სხვისი კალთის ქვეშ ყოფაც რა ყოფაა”.
* * *
„მტრის ხელიდან მიღებულ მოწყალებას მიჯობს, მოყვარე მათხოვრის ულუფა გავიყო”.
* * *
„კაცს თუ ბედი დაგყვა, ყაჩაღი და მეკობრეც ვერ წაგართმევს”.
* * *
„ვისწავლე, რომ ბედს არ უნდა შეურიგდე და რაღაცა საშველი უნდა გააჩინო”.
* * *
„კარგი ამბავი სიმართლეა”. – (ავტორი გენია.ჯი)