მიხეილ ჯავახიშვილი წერდა…

„სხვისი ჭირისთვის ვერ მოვიცალე, რადგან საკუთარსაც ძლივს დავათრევდი. მაინც ვიარე და მარადი ვეძიე, მაგრამ ვერ ვიპოვე და დავივიწყე”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„უცოდინარობის გამჟღავნება არ შეიძლება”.

* * *

„არავის აწყენინოთ და არავინ დაგემდურებათ”.

* * *

„არ მესმის, როგორ შეიძლება ცხოვრება ისეთ ქალაქში, სადაც არ არის რამოდენიმე უმაღლესი სკოლა, ათიოდე თეატრი, მეცნიერება, ხელოვნება, საცა გონებრივი ცხოვრება მინელებულია, ან სრულებით არ არსებობს”.

* * *

„მე საქმის კაცი გახლავართ და დროს მეტად ძვირად ვაფასებ”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„შრომა უეჭველი უნდა დაფასდეს”.

* * *

„სახიფათო საქმე ფათერაკით მთავრდება”.

* * *

„უფულო კაცი უწყლო თევზს, უფრთო არწივსა და უფეხო რაშს ჰგავს”.

* * *

„ჩვენთვის საქართველოს კულტურა – მისი წარსული, აწმყო და მომავალი – მთლიანი და ურღვევი ერთეულია”.

* * *

„საკმაოზე მეტი იმიტომ სჯობია საკმარისს, რომ მის მფლობელს გამოულეველი არჩევანი ექნება”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება