ედიტ პიაფი – „ეპიზოდი”
კაცთმოყვარე და კეთილი ბუნებით ცნობილი დიდი ფრანგი მომღერალი და კინომსახიობი – ედიტ პიაფი (1915-1963 წლები), რომელიც ქვეყნიერებას ქუჩის სველ ასფალტზე მოევლინა თავის დროზე, დედამ – ანიტა მაირიმ ჩვილობაშივე მიატოვა. (ავტორი გენია.ჯი) მისი აღზრდა საკუთარ თავზე ბებიამ (მამის დედამ) აიღო. იმისათვის, რომ ოჯახი ერჩინა, ედიტის ბებია, სახელად – ემა ერთ-ერთ ნორმანდიულ საროსკიპოში მუშაობდა მზარეულად. შედეგად, ქალს პატარა შვილიშვილის მოვლისა და აღზრდისათვის მცირე დრო რჩებოდა. როგორც პიაფის ბიოგრაფები შენიშნავენ, ემა ხშირად მოიხმარდა ალკოჰოლურ სასმელებს, რასაც იმით ხსნიდა თურმე, რომ ამ მეთოდით თავისი გაძაღლებული ცხოვრების შედეგად აწეწილ ნერვებს იწყნარებდა.
ჩვილი პიაფი იმთავითვე სუსტი ჯანმრთელობის მქონე გახლდათ, რის გამოც იგი განუწყვეტლად ტიროდა. ეს კი ისედაც ნერვებ დაწყვეტილ ბებოს კიდევ უფრო ანერვოზებდა. ამიტომ მან მიიღო ერთობ უცნაური გადაწყვეტილება (აქვე გასათვალიწინებელია ბავშვის მოვლისათვის საჭირო დროის სიმცირეც): პატარა ედიტს რომ ტირილი შეეწყვიტა და ამით ემას დროც მოეგო სამსახურისთვის, იგი საწოვარა ბოთლში ხშირად რძის ნაცვლად, – ღვინოს ასხამდა. შედეგად, ჩვილი პიაფი იძულებული იყო, რძით დანაყრების ნაცვლად, ღვინით გაბრუებულიყო. როგორც აღმოჩნდა, ემას მიერ შემუშავებულმა უჩვეულო მეთოდმა შედეგი გამოიღო, რადგან ასეთ შემთხვევაში ღვინით გაბრუებული ჩვილი ნებიერ ძილს მიეცემოდა ხოლმე. – (ავტორი გენია.ჯი)