იოსებ გრიშაშვილი წერდა…

„ერთში ვერ ვპოვე ყველა ღირსება”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„აწმყოს წარსული აშუქებს”.

* * *

„წინად რა იყო, ეს მე არ ვიცი, მე იმას ვამბობ, რასაც დღეს ვხედავ”.

* * *

„მორცხვობა ნიჭის ღვიძლი შვილია”.

* * *

„სიხარულს რა სჯობს, სიყვარულს რა სჯობს!” – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ზოგისთვის, მართლაც, სანატრელია, ო, ერთი მუჭა სამშობლო მიწის”.

* * *

„ვინ სად მოკვდება, არვინ არ იცის!”

* * *

„ნუ ეტყვი ყველას, რაც გულში გიძევს”.

* * *

„ო, ნუ გამოხვალ იმათთაგნი, ვინც შეურაცხყოფს სამშობლო მხარეს”.

* * *

„თუ ჩემი ლექსის ჯავარი ერთს მაინც ემახსოვრება, ვიტყვი: უქმად არ გავლიე ჩემი პატარა ცხოვრება”. - (ავტორი გენია.ჯი)

 

კომენტარის დატოვება