სტივენ სპილბერგი – „ეპიზოდი”
მსოფლიო კინემატოგრაფიის სიცოცხლეშივე ლეგენდად ქცეული ებრაული წარმომავლობის მქონე ერთ-ერთი უდიდესი ამერიკელი კინორეჟისორი – სტივენ სპილბერგი, ჰოლივუდში მოღვაწე ორი ისეთი უმშვენიერესი გარეგნობის მქონე კინომსახიობი-ქალის ნათლია გახლავთ, როგორებიც არიან – დრიუ ბერიმორი და გვინეტ პელტროუ. (ავტორი გენია.ჯი) ცნობილი ფაქტია, რომ სპილბერგის ერთ-ერთმა ნათლულმა, კერძოდ კი – დრიუ ბერიმორმა, 1995 წელს მამაკაცთათვის განკუთვნილი პოპულარული ჟურნალისთავის – „Playboy” – სრულიად შიშველმა იპოზიორა. აღნიშნული მოვლენა თვალთახედვის არედან არ გამოჰპარვია დრიუს ყურადღებიან ნათლიას. იგი ძალიან გაუღიზიანებია თავისი ნათლულის ეგზომ „თამამ” საქციელს, რის შედეგადაც, მას დრიუსათვის ამანათის სახით გაუგზავნია პლედი და წერილი, რომელშიაც მხოლოდდამხოლოდ ერთადერთი, თუმცა კი, ძალიან მრავლისმეტყველი წარწერა ყოფილა დატანილი – „შემოიფარე!” – (ავტორი გენია.ჯი)
დრიუ ბერიმორი