აბრაამ ლინკოლნი – ჯონ ფიცჯერალდ კენედი
ამერიკის შეერთებული შტატების ორი ყველაზე ცნობადი პრეზიდენტი – აბრაამ ლინკოლნი (1809-1865 წლები) და ჯონ ფიცჯერალდ კენედი (1917-1963 წლები), რომელთა სიცოცხლეც ტრაგიკულად იქნა აღსრულებული თავის დროზე, მრავალი საბედისწერო (ფატალური) გარემოებით არიან რატომღაც ერთმანეთთან დაკავშირებულნი. (ავტორი გენია.ჯი) როგორც ცნობილია, ლინკოლნი კონგრესში 1846 წელს იქნა არჩეული – კენედი კი 1946 წელს; აბრაამმა აშშ-ის პრეზიდენტის საპატიო პოსტი 1861 წელს დაიკავა, ხოლო ჯონ ფიცჯერალდმა იგივე უფლებამოსილების აღსრულებას ხელი 1961 წელს მიჰყო; აქვე გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ორივე მათგანი პარასკევ დღეს და ორივე მათგანი თავში ნასროლი ტყვიით გამოეთხოვა ამ სვედავსილ წუთისოფელს. ცნობილია ისიც, რომ ლინკოლნის პირადი მდივანი გახლდათ გვარად – კენედი, ხოლო კენედის პირადი მდივანი კი, გვარად – ლინკოლნი; ლინკოლნი მოკლული იქნა „კენედის” სახელობის თაეტრში, მაშინ როცა, კენედი მოკლეს „ლინკოლნის” ფირმის ავტომობილში; აბრაამის მკვლელი – ჯონ უილკინს ბუთი, მკვლელობის ჩადენის შემდეგ თეატრიდან გაიქცა და სხვენს შეაფარა თავი, ხოლო კენედის მკვლელი – ლი ჰარი ოსვალდი კი სხვენიდან გაიქცა და თეატრში დაიმალა. – (ავტორი გენია.ჯი)