იცით თუ არა, რომ?!
1. ცნობილ ირანელ მოჭადრაკე ქალს – დორსა დარაჰშანს ირანის საჭადრაკო ნაკრების წევრობაზე მხოლოდ იმის გამო ეთქვა უარი, რომ მან კატეგორიული უარი განაცხადა – ჰიჯაბის ტარებაზე. სამაგიეროდ იგი, ამერიკის შეერთებული შტატების საჭადრაკო ნაკრებში იქნა აყვანილი. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. მომთაბარე აულს ყაზახეთის სტეპებში – „ყოში” ჰქვია.
* * *
3. რუსეთის ფედერაციის ამჟამინდელი საგარეო საქმეთა მინისტრის – სერგეი ლავროვის ნამდვილი გვარი – კალანტარიანი გახლავთ. შედეგად იგი ეროვნებით – სომეხს წარმოადგენს. გვარი – ლავროვი, რომელსაც იგი ახლა ატარებს, მან დედისგან მიიღო მემკვიდრეობით.
* * *
4. ბეჭდური სახით მუსულმანთა წმინდა წიგნი – „ყურანი”, პირველად 1537 წელს გამოიცა იტალიის ქალაქ ვენეციაში ცნობილი იტალიელი ტიპოგრაფის – პაგანო პაგანინის მიერ.
* * *
5. სარკოფაგი, რომელშიც ეგვიპტის საყოველთაოდ ცნობილი ფარაონის – ტიტანჰამონის მუმია განისვენებდა, 110 კილოგრამი სუფთა ოქროსგან გახლდათ დამზადებული.
* * *
6. 1949 წელს საბჭოთა კავშირში გამართულ მორიგ „არჩევნებზე”, ერთ-ერთმა რუსმა მოქალაქემ – ივანე ბურილოვმა, საარჩევნო ბიულეტენზე შემდეგი სახის წარწერა გააკეთა – „კომედია”. შედეგად იგი 8 წლიანი პატიმრობით იქნა დასჯილი.
* * *
7. „კურდღლები” – ასეთი შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი თიკუნი პირველად ბერძნებს ოსმალებმა უწოდეს.
* * *
8. ლეგენდარული ბრიტანული როკ-ჯგუფის – „ქუინი”-ს გიტარისტი – ბრაიან მეი – ასტროფიზიკის დოქტორის ხარისხის მატარებელი მუსიკოსია. თავის დროზე მან მეცნიერებასა და მუსიკას შორის არჩევანი ამ უკანასკნელის სასარგებლოდ გააკეთა.
* * *
9. ფეხბურთის მოყვარული ერთ-ერთი უდიდესი საბჭოთა კომპოზიტორი – დიმიტრი შოსტაკოვიჩი, სანკტ-პეტერბურგის საფეხბურთო კლუბის – „ზენიტი”-ს თავგადაკლული ფანატი გახლდათ.
* * *
10. ქამელეონები თვალებს არასოდეს ხუჭავენ. – (ავტორი გენია.ჯი)