ჰონგ-კონგი – „ეპიზოდი”
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის შემადგენლობაში შემავალი ჰონგ-კონგის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონი, იმთავითვე განიცდიდა მტკნარი წყლის განსაკუთრებულ პრობლემას. (ავტორი გენია.ჯი) შედეგად, ამ არაჩვეულებრივი „ქალაქ-სახელმწიფოს” ხელისუფლება იძულებულია, მტკნარი წყლის იმპორტი მეზობელი ჩინური პროვინციებიდან მოახდინოს. იმისათვის, რომ მტკნარი წყლის ეკონომიურად მოხმარების მაქსიმალურად მაღალი ეფექტისათვის მიეღწია, ჰონგ-კონგის ხელისუფლებამ სპეციალისტებს უნიტაზების ჩარეცხვის სისტემის სრული განახლება-განვითარება დაავალა. მათაც შეიმუშავეს ახალი საკანალიზაციო სისტემა, რომელიც უნიტაზების ჩასარეცხად მტკნარი წყლის ნაცვლად ზღვის წყალს გამოიყენებდა. პროექტს ქალაქის მთავრობამ „მწვანე შუქი” აუნთო. ამიტომაცა ჰონგ-კონგური სახლების 80% ზემოაღნიშნული საკანალიზაციო სქემის მიხედვით აღჭურვილი. – (ავტორი გენია.ჯი)
P.S. ცნობისათვის, 19 ნოემბერი, რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს, – ტუალეტის საერთაშორისო დღეა.