გიორგი ლეონიძე – „არ გავჩერდები”
ხან თოვლი დნება, ხან ჟღერს მაისი,
ხან წვიმა მოსცრის შეუჩერებლივ,
და ჩანჩქერების ჩქარი ჩქერები
კლდეს ემსხვრევიან შუქნამქერები.
* * *
არ გავჩერდები, მათთან ვიმღერებ
ქართული სიტყვის მშვენიერებით,
ხალხსი ოცნებას, იმედს, სიმხნევეს,
გზას, გაშუქებულს ბედნიერებით.
* * *
რაც ჩემს ხალხს უყვარს და უხარიან -
მივეტკბილები, მივეფერები;
თუ ჩემს ლექსებში ნამქუხარია,
კიდევ ბევრი მაქვს ასამღერები!